გერმანიის ფუტსალის ნაკრები ისტორიას თბილისში იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 5 აპრილიდან შეიკრიბება და საწვრთნელ პროცესს დაიწყებს. გუნდს ახალი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს - სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ავთანდილ ასათიანი დააბრუნეს...

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს თბილისში ჩაატარებს. ასათიანის გაწვრთნილები 16-17 აპრილს გერმანიის ნაკრებს ორ ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებენ. ეს სპარინგები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრებით დაიწყება გერმანიის ფუტსალის ნაკრების ისტორია. გაგიკვირდებათ და, დღემდე გერმანიის ფუტსალის ნაკრებს არც ერთ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ უთამაშია და ოფიციალურად პირველ ამხანაგურ შეხვედრას სწორედ
საქართველოსთან გამართავს.

"ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ერთი წლით ადრე ვიწყებთ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამხანაგური თამაშებით გუნდი გაიზრდება, შეთამაშდება და გაძლიერდება.

მოხარული ვარ, რომ გერმანიის ფუტსალის ნაკრები პირველ ამხანაგურ თამაშებს საქართველოში გამართავს. ამ შესაძლებლობისთვის მადლობა ფეხბურთის ფედერაციას და პირადად ლევან კობიაშვილს, რომელიც ამ საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა. იმედია, ჩვენს მატჩებს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება", - ამბობს ასათიანი.

ფუტსალში ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული