SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგაში VIII ტურის შეხვედრები გაიმართება

AutoSharing Option
21 თებერვალს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. VIII ტურის შეხვედრებს კორპორატიული ლიგის გუნდები გამართავენ.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის გუნდების დაპირისპირებით დაიწყება. პირველები პარკეტზე თბილისის მერიისა და "ავერსის" გუნდები გავლენ. მატჩი 11:00 სთ-ზე დაიწყება.

შემდგომ შეხვედრას გამართავს გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი "ალიანს საქართველოს" გუნდი, რომელიც აუტსაიდერს, "ბი პი ჯორჯიას" გუნდს დაუპირისპირდება.

საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "ბანკ რესპუბლიკასა" და ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდებს შორის.

ბოლო ტურების აღმოჩენა "თეთრი ქუდი" კიდევ ერთ ფავორიტს, "ვითიბი ბანკს" დაუპირისპირდება.

ტურს "ბაქსვუდისა" და "საქრუსენერგოს"
დაპირისპირება დაასრულებს.

21.02.2016. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
11:00 თბილისის მერია - ავერსი
12:00 BP GEORGIA - ალიანს საქართველო
13:00 ბანკი რესპუბლიკა - ტატიშვილი
14:00 ვითიბი ბანკი - თეთრი ქუდი
15:00 ბაქსვუდი - საქრუსენერგო

Sportall.Ge

VIII ტურის შეხვედრებს გამართავენ ოქროს ლიგის გუნდებიც.

18:00 სთ-ზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" "საქართველოს ფოსტას" დაუპირისპირდება. პლეი ოფში გასვლის ბოლო შანსისთვის იბრძოლებს "ევროპაბეთი", რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი იქნება.

20:00 სთ-ზე საბანკო დერბი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "კრედო" და "საქართველოს ბანკი" დაუპირისპირდებიან.

ტურს "პატრულისა" და "ვესტ ინვესტის" გუნდების შეხვედრა დაასრულებს.

21.02.2016. ოქროს ლიგა. VIII ტური
18:00 GWP - საქართველოს ფოსტა
19:00 TTC - ევროპაბეთი
20:00 კრედო - საქართველოს ბანკი
21:00 პატრული - ვესტ ინვესტი


Sportall.Ge

კვირას კიდევ ორი მატჩი გაიმართება.

ოქროს ლიგის V ტურში "საქართველოს ფოსტასა" და "ნატახტარს" შორის გასამართი შეხვედრა, რომელიც მატჩის დასრულებამდე 3.35 წუთით ადრე ტრიბუნებზე შექმნილი არეულობის გამო შეწყდა, სწორედ ამ მომენტიდან განახლდება. ამ დროისთვის ანგარიში 4-2 იყო "ნატახტარის" სასარგებლოდ.

21.02.2016. ოქროს ლიგა. V ტური
16:00 საქართველოს ფოსტა - ნატახტარი

ერთი შეხვედრა გაიმართება სუპერლიგა A-შიც, რომელშიც ერთმანეთს სდსს და მფკ "ნატახტარი" დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი VI ტურში უნდა გამართულიყო.

21.02.2016. სუპერლიგა A.VI ტური
17:00 სდსს - მფკ ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი",ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული