SBM LEAGUE 2015/16: უხვგოლიანი სათამაშო დღე

AutoSharing Option
14 თებერვალს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ხანგრძლივ სათამაშო დღეს უმასპინძლა.

სუპერლიგის კალენდარული ტურის გარდა, გუშინ რამოდენიმე დაპირისპირება კორპორატიულ ლიგაშიც გაიმართა.

დღე ვერცხლის ლიგის VII ტურის მატჩებით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, "რესპუბლიკა ბანკის" გუნდს არ გასჭირვებია "ბი პი ჯორჯიას" დამარცხება - 3-0. დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ბაქსვუდის" სკოლის გუნდმაც, რომელმაც "ავერსს" სძლია - 6-2. ამ წაგების შემდეგ, როგორც "მენავთობეებმა", ისე "ფარმაცევტებმა" პლეი ოფში გასვლის მხოლოდ მიზერული და თეორიული შანსი დაიტოვეს.

14.02.2016. ვერცხლის ლიგა. VII ტური
BP GEORGIA -
ბანკი რესპუბლიკა 0-3
ავერსი - ბაქსვუდი 2-6

პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი რჩება შარშანდელ ფინალისტს, "ევროპაბეთის" გუნდს, რომელმაც გუშინ VII ტურის შეხვედრა "კრედოსთან" გამართა და საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაში 3-5 დათმო.

14.02.2016. ოქროს ლიგა. VII ტური
ევროპაბეთი - კრედო 3-5

ტრადიციულად, საინტერესოდ წარიმართა შეხვედრები სუპერლიგაში.

სუპერლიგა B-ს VIII ტური დაძაბული შეხვედრით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს აჭარის სომეხთა კავშირის და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდები დაუპირისპირდნენ. მიუხედავად აჭარელთა დამაჯერებელი დასაწყისისა, მათმა მეტოქემ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და სამი ქულაც ჩაიწერა აქტივში - 4-2.

სენსაციური შედეგით დასრულდა გათამაშების ფავორიტის, ზესტაფონის "ფეროსა" და გათამაშების აუტსაიდერის, კასპის "გენერლის" უაღრესად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრაში კასპელებმა სამი ქულის მოპოვება შეძლეს - 7-4 და ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში პლეი ოფის საგზური განაღდებული ექნებათ.

"ევროკრედიტის" გამარჯვებით დასრულდა "საფინანსოთა დერბი", რომელშიც მათ "უნიკრედიტს" სძლიეს 4-0.

ფრედ, 2-2 დასრულდა გათამაშების აუტსაიდერების, "პალერმოსა" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" დაპირისპირება.

ტური "საქართველოს უნივერსიტეტისა" და "ვივუსის" გუნდების დაპირისპირებით დასრულდა, სადაც სტუდენტებმა 7-3 სძლიეს ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს. ეს "ვივუსის" ზედიზედ მეორე მარცხია მიმდინარე სეზონში, რაც მათ ლიდერობის დაკარგვად დაუჯდათ. სატურნირო ცხრილს კი სწორედ სტუდენტები ჩაუდგნენ სათავეში.

14.02.2016. სუპერლიგა B. VIII ტური
ახპიური - CFCP 2-4
მფკ გენერალი (კასპი) - სკ ფერო (ზეს) 7-4
ევროკრედიტი - UNICREDIT.GE4-0
პალერმო - GM ჭიათურა 2-2
საქართველოს უნივერსიტეტი - VIVUS.GE 7-3

Sportall.Ge

ბომბარდირები: დავით ხუჯაძე (ფერო) - 16, გიორგი ჩივაძე (CFCP) - 13, რასიმ კურბანოვი (UG), ბექა დაბრუნდაშვილი (გენერალი) - 9

საინტერესოდ წარიმართა შეხვედრები სუპერლიგა A-შიც.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება, მფკ "ნატახტარსა" და მფკ "ტატიშვილს" შორის, ფრედ, 1-1 დასრულდა.

"მედიკოსთა" წაფორხილებით ისარგებლა პსპ-მ და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. "ფარმაცევტები" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ორთაბრძოლაში 4-2 იმარჯვეს.

საკმაოდ დაძაბულად და უხვგოლიანად წარიმართა დარჩენილი ორი შეხვედრაც.

"ძალოვანთა" დერბიში "შინაგან საქმეთა სამინისტრომ" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს სძლია 4-3.

"ევექსი-ჯვაროსნებისა" და მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯიას" გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება "ჯვაროსნების" გამარჯვებით, 6-5 დასრულდა.

14.02.2016. სუპერლიგა A. VIII ტური
მფკ ნატახტარი - მფკ ტატიშვილი 1-1
შსს - სდსს 4-3
FC PSP - FC TTC 4-2
სკ ევექსი-ჯვაროსნები - გრანდ გრუპი (მცხ) 6-5


Sportall.Ge

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (ჯვაროსნები) - 10, დავით მუჯირი (ვეტერანები) - 9, შოთა უშარაული (შსს) - 7

გუშინვე ოქროს ლიგის VI ტურის საუკეთესოები გამოვლინდნენ. ტურის გამორჩეული წოდება "ევროპაბეთის" მეკარეს, ემზარ ბითიევს და "კრედოს" შემტევს, როსტევან ფარცვანიას მიენიჭათ, რომლებსაც დ. ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრისგან სარეაბილიტაციო პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერები გადაეცათ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული