SBM LEAGUE 2015/16: მრავალფეროვანი სათამაშო დღე

AutoSharing Option
14 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მრავალფეროვანი სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

7 თებერვალს გადადებული ტურის გამო, სუპერლიგის გარდა, რამოდენიმე შეხვედრა კორპორატიულ ლიგებშიც გაიმართება.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის VII ტურის ორი შეხვედრით დაიწყება. "ბი პი ჯორჯია" "ბანკ რესპუბლიკას" დაუპირისპირდება, ხოლო "ავერსი" "ბაქსვუდთან" გაარკვევს ურთიერთობას.

14.02.2016. ვერცხლის ლიგა. VII ტური
10:00 BP GEORGIA - ბანკი რესპუბლიკა
11:00 ავერსი - ბაქსვუდი

VII ტურის ერთი შეხვედრა გაიმართება ოქროს ლიგაშიც. გათამაშების აუტსაიდერი "ევროპაბეთი" "კრედოს" დაუპირისპირდება.

14.02.2016. ოქროს ლიგა. VII ტური
12:00 ევროპაბეთი - კრედო


დღის უდიდესი ნაწილი კი სუპერლიგის VIII ტურის დაპირისპირებებს დაეთმობა.

სუპერლიგა B-ს საუკეთესო რვა გუნდში გარანტირებული ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს აჭარის სომეხთა კავშირის გუნდი "ახპიური", რომლის მეტოქეც ბოლო ტურებში ლიდერებთან "დაახლოებული" დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი იქნება.

ასეთივე მიზანი, თუმცა გაცილებით რთულად შესასრულებელი ამოცანა აქვს "პალერმოს", რომელსაც დარჩენილი ორი თამაშის მოგებამაც შესაძლოა არ უშველოს. ამჯერად "მაფიოზები" "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელსაც ასევე ჰაერივით სჭირდება საპლეიოფო ქულები.

ცხრილის ზედა ნაწილში ადგილების გადასანაწილებლად იბრძოლებენ "ევროკრედიტისა" და "უნიკრედიტის" გუნდები. "საფინანსო" დერბი 15:00 სთ-ზე დაიწყება.

გადარჩენის ბოლო შანსის გამოყენებას ეცდება კასპის "გენერალი", რომელსაც ამ უმძიმესი მისიის შესასრულებლად გათამაშების ლიდერის, ზესტაფონის "ფეროს" დამარცხება მართებს.

ტურს II-III ადგილზე მყოფი "ვივუსის" და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს.

14.02.2016. სუპერლიგა B. VIII ტური
13:00 ახპიური - CFCP
14:00 პალერმო - GM ჭიათურა
15:00 ევროკრედიტი - UNICREDIT.GE
16:00 მფკ გენერალი (კასპი) - სკ ფერო (ზეს)
21:00 საქართველოს უნივერსიტეტი - VIVUS.GE

Sportall.Ge

ტრადიციულად საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი სუპერლიგა A-ში.

17:00 სთ-ზე, დღის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და გამორჩეული მატჩი დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს ჯერ წაუგებელი მფკ "ტატიშვილი" და გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი მფკ "ნატახტარი" დაუპირისპირდებიან.

ასევე საინტერესო დერბი გაიმართება ძალოვნებს შორის - "შინაგან საქმეთა სამინისტრო" "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის" წინააღმდეგ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

მოქმედი ჩემპიონი და სატურნირო ცხრილის ლიდერი სკ პსპ თავის შეხვედრას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

VIII ტურის კიდევ ერთი საინტერსო შეხვედრა გაიმართება "ევექი-ჯვაროსნებსა" და მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯიას" შორის.

ტრადიციულად, სუპერლიგა A-ს თამაშებზე "ევროპაბეთში" ფსონების დადებაც იქნება შესაძლებელი, რომელიც კვირას, დილის 11:00 სთ-დან გამოქვეყნდება.

14.02.2016. სუპერლიგა A. VIII ტური
17:00 მფკ ნატახტარი - მფკ ტატიშვილი
18:00 შსს - სდსს
19:00 FC PSP - FC TTC
20:00 სკ ევექსი-ჯვაროსნები - გრანდ გრუპი (მცხ)

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი უფასოაა
lado
19:44 12-02-2016
0
Daswreba ufasoa ?
0

სიახლეები პოპულარული