სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ვლადიმირ ვაისი "ბასათი" უკმაყოფილოა - სად მოემზადება საქართველოს ნაკრები?
AutoSharing Option
10:48 16-03-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე დაიწყებს სამზადისს ყაზახეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის. 29 მარტის სპარინგი ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ინიციატივით, "დინამო არენაზე" გაიმართება.

როგორც გავიგეთ, ჯერ კიდევ ღიად რჩება საკითხი იმის თაობაზე, თუ სად მოემზადება ჩვენი გუნდი ყაზახეთთან მატჩისთვის.

სანდო წყარომ გვაცნობა, რომ შესაძლოა, შეკრება "ბასაზე" არ გაიმართოს. თურმე, სლოვაკი სპეციალისტი მთლად კმაყოფილი ვერ დარჩენილა ჩვენი სანაკრებო ბაზის ტექნიკური აღჭურვილობით.

რა ეშველება ამ საქმეს ესოდენ მოკლე დროში, ძნელი სათქმელია. ვნახოთ, მალე ყველაფერს ზუსტად შევიტყობთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
1925
04:22 17-03-2016
ვახო აი პროსტა შენ კომენტარს როგორ ვუპასუხო არ ვიცი იმდენად... დაწერე... შენ რომ ოდნავ მაინც ერკვეოდე სპორტში და კერძოდ ფეხბურთში ალბათ მსგავსს არაფეს დაწერდი და რადგან კალოში ხარ ამ თემაში კიდე გავატარებთ რა..ისე მეორედ აღარ გინდა ასეთი სიბრძნის ...
fcd
16:55 16-03-2016
ვახო მე დილას ვქომაგობ და ესეთი სისულელე აზრათაც არმომსვლია რას ქვია ჩამოართვან დილას რო ქონდეს ესეტი იმფრა უნდა ჩამოართვან.ეს მშვრტნელიც ამოიჭამს თავის თავს და ვერაფერს გააკეთებს.