სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
Sportall.ge-ს მკითხველი თორნიკე შარვაძე გიორგი აბურჯანიასგან მაისურს მიიღებს
AutoSharing Option
13:22 26-02-2016
Sportall.ge-ს მკითხველი თორნიკე შარვაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ფეხბურთელ გიორგი აბურჯანიასგან მაისურს მიიღებს.

გიორგი აბურჯანიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მისთვის დასმული კითხვებიდან საუკეთესო შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის მაისურს უსახსოვრებს.

გიორგიმ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა, საუკეთესოდ კი თორნიკე შარვაძის მიერ დასმული კითხვა მიიჩნია: "როგორ შეადარებდი ესპანეთის რანგით მეორე ლიგის სათამაშო დონეს კვიპროსის ჩემპიონატთან, რა სასარგებლო დასკვნები გამოიტანე და ესპანური მაგალითიდან, როგორ ფიქრობ, რა შეიძლება დაინერგოს საქართველოში ფეხბურთის გასავითარებლად?".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგიმ საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომლებსაც ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა.
გიორგი სახვაძე
15:12 26-02-2016
მიხარია რომ ასეთი პროექტი წამოიწყეთ. იმედია გააგრძელებთ ეს ხელს უწყობს ფეხბურთელისა და გულშემტკივრის დაახლოებას ასევე გულშემატკივირს დაინტერესებას კონკრეტული ფეხბურთელის წარმატებებით. ასევე გასახარია მაისურს ჩუქებაც. წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს :)