სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ეროვნული ნაკრები: შოთა არველაძემ უარი თქვა, ვინ არის ორი უცხოელი?
AutoSharing Option
09:35 17-02-2016
16 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ეროვნული გუნდის მომავალი მწვრთნელის თაობაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ უცხოელ სპეციალისტთან. მანვე აღნიშნა, რომ ჰქონდა დიდი სურვილი, ნაკრების სათავეში შოთა არველაძე მოსულიყო, თუმცა... ეს თემა უკვე დახურულია.

ყველა შემთხვევაში, 29 მარტისთვის, როცა საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ყაზახეთს უნდა უმასპინძლოს, გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება...

კობიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სოლიდური ვალი აქვს.

"ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს ფიფა-დან და უეფა-დან მიღებული თანხები სწორად არ იხარჯებოდა. მომავალ თვეში გვესტუმრებიან უეფა-ს წარმომადგენლები და შეამოწმებენ დანახარჯს.

საერთო ჯამში, დავალიანება 10 მილიონს აჭარბებს. არ ვფიქრობ, რომ ეს ფული ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა, თუმცა არამიზნობრივად კი იხარჯებოდა", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შურის მაძიებელი ქართველი
16:24 17-02-2016
რეზი რომ ყოფილიყო უფროსი ფედერაციისა, აი მაშინ ალბათ დათანხმდებოდა, და მადლობა რომ არ დათანხმდა თუ არა გაავსებდნენ მთელ ფედერაციაში ნაცთა მოყვარულ სპორტსმენებს. აირჩიეთ ნამდვილი პატრიოტი ქართველი, სავალდებულო არარის რომ თბილისელი იყოს, ჩადით ქუთაისში და ბათუმში და მოძებნეთ ძველი ტორპედოელნი ან ბათუმელნი. ანდა გერმანელი ფინკე. დროზე, დროზე, დროზე არ გაახაროთ მტრები.
მამუკი ქართლოსი
16:13 17-02-2016
კაროს ჯერ ქართულად დაილაპარაკე , და მერე ესპორე ქუთაისელს, ყველა ადამიანს სხვადასხვა სფეროში დაშვებული შეცდომის თუ არამიზნობრივი ხარჯვისას აგებინებენ პროკურატურაში პასუხს, და სწორიცაა. ეხლა კი აგონ პასუხი და მოიტანონ ბიუჯეტში წაღებული მილიონები ძველმა ფედერაციამ.