2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა.  საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში დღესდღეობით 153-ეა და წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები შეხვდა.

ევროპის ზონის შესარჩევის დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი
ლუქსემბურგი, ბელორუსი, ბულგარეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია.

B ჯგუფი
ანდორა, ლატვია, ფარერები, უნგრეთი, შვეიცარია, პორტუგალია.

C ჯგუფი
სან-მარინო, აზერბიაჯანი, ნორვეგია, ჩრდილოეთ
ირლანდია, ჩეხეთი, გერმანია.

E ჯგუფი
ყაზახეთი, სომხეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, დანია, რუმინეთი.

F ჯგუფი
მალტა, ლიტვა, სლოვენია, შოტლანდია, სლოვაკეთი, ინგლისი.

G ჯგუფი
ლიხტენშტაინი, მაკედონია, ისრაელი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი.

H ჯგუფი
კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბელგია.

J ჯგუფი
ფინეთი, თურქეთი, უკრაინა, ისლანდია, ხორვატია.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსოფლიოს რჩეული 31 ქვეყნის ნაკრები და პლუს ტურნირის მასპინძელი იასპარეზებს.

ევროპის კონტინენტიდან შესარჩევ ეტაპზე 52 ქვეყანა მონაწილეობს; გუნდები 9 შესარჩევ ჯგუფში (7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან) არიან გადანაწილებული. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ჯგუფების გამარჯვებულები, ხოლო დანარჩენი ოთხი საგზურისთვის პლეი-ოფები გაიმართება - შესარჩევი ციკლის ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსნის გამოკლებით, 8 მეორეადგილოსანი ორმატჩიან დუელში 4 საგზურს გაითამაშებს.

მუნდიალის შესარჩევი ციკლი ევროპაში სტარტს 2016 წლის 4 სექტემბერს აიღებს და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
რეალურად რომ ვთქვათ, მყარი მე-4 ადგილი უკვე შედეგი იქნება.
EEEh, RAS IZAM?!
09:39 03-08-2015
0
რეალურად შევხედოთ სიტუაციას თუ რა ნაკრები გვყავს. ძალიან მინდა მოგება და გასვლა, მაგრამ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული