თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს [VIDEO]

AutoSharing Option
11 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის მატჩი გამართა (იხილეთ ვიდეო).

თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

- საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა. მეტოქემ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად იმოქმედა და სერიოზული სირთულეები შეგვიქმნა.

დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო და დასახული მიზნის მიღწევა მაინც შევძელით.

საქართველოს
ნაკრებიდან 9, 10 და 11 ნომრებს გამოვარჩევდი (თარგამაძეს, ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს, ავტ.). 10 ნომერი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია.

- ელოდით საქართველოს ნაკრებისგან ამგვარ წინააღმდეგობას?
- ჩვენ მზად ვიყავით მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის, მათ შორის, მსგავსი სურათისთვის.

- შეიძლება ითქვას, რომ არბელოას შეცვლითა და მოედანზე ფაბრეგასის გაყვანით ვა-ბანკზე წახვედით?
- ჩვენ გოლი გვჭირდებოდა და ამ შეცვლამ გაამართლა - ფაბრეგასმაც და ასევე ცვლილებაზე შესულმა პედრომაც საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა.

- მეორე ტაიმში აშკარა გახდა, რომ ნერვიულობდით. ფრე თქვენთვის კატასტროფა იქნებოდა?
- ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს დიდი ბრძოლის შედეგად შევძელით.

* * *
თემურ ქეცბაია:
- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მათ მოედანზე გამოავლინეს.

მართალია, ჩვენი მხრიდან იმდენი თამაში არ იყო, რამდენიც ბრძოლა და თავდადება, მაგრამ ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდნენ.

როცა ასეთი ბიჭები გყავს, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც ქართველ ხალხს გაახარებს.

ყველას მოგეხსენებათ, რა დონის არის ესპანეთის ნაკრები. ყველა მეტოქე მათ წინააღმდეგ დაცვითი ფეხბურთით თამაშობს და არ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი თამაში სამარცხვინო ყოფილიყო.

რაც მთავარია, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, იბრძოლეს და თავდადება გამოავლინეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სხვა ანგარიშით დასრულდებოდა მატჩი.

მჭედლიძის შეცვლა სირბილაძით განპირობებული იყო იმით, რომ ბოლოს ჩვენც გვქონდა იმედი, რომ შანსი გაგვიჩნდებოდა და გოლს გავიტანდით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შეცვლას მატჩის ბედი არ გადაუწყვეტია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების მიდგომიდან გამომდინარე, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს და არაერთ გამარჯვებას მოუტანს.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
ქეცბაიაზე შეყვარებულ ტიპებს დააკვირდით! --რა ნიჭი უნდა ბიჭო თერთმეტი კაცის დაცვაში დაყენებას!
0
Qartveli ხთფუი..!!! ხთფუი..!!! ხთფუი..!!! ხთფუი..!!! მე შეურაცყოფა არავისთვის მომიყენებია ჩემი აზრი რომ გამოვთქვი ზნედაცემულო.
zaza sigu
10:34 14-09-2012
0

სიახლეები პოპულარული