ფუტსალის რეიტინგი: საქართველოს ნაკრები ორი პოზიციით დაწინაურდა

AutoSharing Option
დღეს, 31 იანვარს, ფუტსალის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები ორი პოზიციით დაწინაურდა. ჩვენი ნაკრები აქამდე რეიტინგში 48-ე იყო, თბილისში ჩატარებული ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კი 46-ე ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში ჩვენმა ნაკრებმა ისრაელის, შოტლანდიისა და შვეიცარიის ნაკრებებს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

აპრილში ავთო ასათიანის შეგირდები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს მინსკში ჩაატარებენ, სადაც მეტოქეებად მასპინძელი ბელორუსი, იტალია და ჰოლანდია ეყოლებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული