ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ფასი 700 000 ლარია!

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გასაყიდად ახლო მომავალში გავა.

მერიამ მცირე ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულება გააფორმა "ტორპედოს" შესაფასებლად. ექსპერტიზამ "ტორპედო" 700 000 ლარად შეაფასა და სწორედ ეს იქნება აუქციონზე საწყისი ფასი.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს. ამასთან, მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.

- [ექსკლუზივი] წლიური 500 000 და უფასო აკადემია - ჩაჩავას შეთავაზება "ტორპედოს"
ასევე დაგაინტერესებთ