"ტორპედოს" პრეზიდენტი გუნდის გაძლიერებას ესპანელი და ფრანგი ლეგიონერებით აპირებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ (ზაზა) ჩაჩავამ გაზეთ "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გუნდის ლეგიონერებით გაძლიერების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, სელექციის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება იგეგმება. საუბარია ესპანელ და ფრანგ ფეხბურთელებზე...

"სელექცია დღემდე არ დაგვისრულებია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და მანამდე ზოგ პოზიციაზე გაძლიერება უნდა მოვასწროთ. თავდასხმაში კვერნაძე და კაპანაძე გვყავს, მაგრამ კიდევ ერთის დამატება და კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებაც არ გვაწყენდა.

უახლოეს დღეებში ესპანეთიდან რამდენიმე მოთამაშე
უნდა ჩამოვიდეს. ორი მათგანი ლა ლიგაში წლეულს გადასული ვიტორიის "ალავესის" მოთამაშეა, ერთიც - ფრანგული კლუბიდანაა. მათზე ინფორმაციებს დეტალურად ვამოწმებთ, ტრანსფერი კი უნდა მოვასწროთ.

მაგრამ არ გვინდა, ამ სიჩქარეში შეცდომა დავუშვათ. ძლიერი ლეგიონერები გვჭირდება და არა ისეთი, ხალხმა რომ აგინოს. ქუთაისელ გულშემატკივარს შავი და თეთრი ერთმანეთში არ ერევა. სხვათა შორის, ვიტორია ქუთაისთან დაძმობილებული ბასკური ქალაქია", - განაცხადა ჩაჩავამ.

"ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ასევე დაგაინტერესებთ