თბილისის "ლოკომოტივი" შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" საგურამოს ბაზაზე ემზადება. ცნობილი გახდა, რომ ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილები შეკრების პირველ ეტაპს დაასრულებენ და ავსტრიაში გაემგზავრებიან.

კლუბის პრესატაშის, ნოდარ სიმსივეს თქმით, ესპანელმა სპეციალისტმა უცხოური შეკრება 17 ივლისიდან დაგეგმა.

თბილისური გუნდი ავსტრიის ალპებში ორ კვირას გაჩერდება და ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდება.

მანამდე კი "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა. სარაგოსას შეგირდები საგურამოს ბაზაზე პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული