"შუქურა" კარგი გუნდი იქნება! - რევაზ ჩელებაძე უცხოელი სპონსორებისგან პასუხს ელის

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურაში" სპონსორის შესაძლო მისვლაზე "ლელო" უკვე წერდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გვითხრა, რომ "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ამ საკითხის მოსაგვარებლად უცხოეთში იმყოფებოდა.

თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება

ის უკვე დაბრუნდა საქართველოში და ცხადია, დავინტერესდით, რა სიახლეებით ჩამოვიდა.

"ჩვენი გუნდი 28 ივნისს შეიკრიბება და მომზადებას დაიწყებს. იმედია, ახალ სეზონში კარგი გუნდი გვეყოლება. იმიტომ ვარ დაიმედებული, რომ სპონსორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. თურქული მხარის საბოლოო პასუხი 10 ივლისს მეცოდინება", - ამბობს ჩელებაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული