დინამო (ბთ)-იაგელონია 1:0 - ნიკოლა კომაზეცის საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. აჭარლები ბელეკში პოლონურ "იაგელონიას" დაუპირისპირდნენ, რომელიც მიმდინარე ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა) 21 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-8 ადგილზეა.

ცნობისთვის, "იაგელონიას" ასაკობრივ გუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები - მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და მცველი ლუკა ასათიანი თამაშობენ.

პირველი ტაიმი პოლონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ისინი ქართული გუნდის კარს არაერთხელ დაემუქრნენ. მეორეში კი დინამოელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა გიორგი ქავთარაძეს ჰქონდა, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა. კარის აღება შეეძლოთ გიორგი ბერიაშვილსა და
ნიკოლა კომაზეცსაც
...

შეხვედრის ერთადერთი გოლი დინამოელებმა 88-ე წუთზე გაიტანეს. ეს მატჩიც კარგად ჩაატარა კომაზეცმა. მან პირველ შეხვედრაში გოლი გაიტანა, ამჯერად კი მშვენიერი საგოლე პასი მისცა არჩილ ტვილდიანს, რომელმაც პოლონელთა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0.

როგორც გავიგეთ, ბათუმელები ახალწვეული ბალკანელებით კმაყოფილები არიან. ორივე ლეგიონერი გუნდს ყველანაირად მოერგო.

დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, მგელაძე, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი (46. ქორიძე), შონია, კაშია (67. თევდორაძე), ქავთარაძე, ფონიავა, ბერიაშვილი, კომაზეცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული