სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ლეგიონი გუშინ: თორნიკე ოქრიაშვილს ენდობიან, მაგრამ...
AutoSharing Option
10:55 29-01-2016
28 იანვარს, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ჩაატარა თურქეთის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბურსასფორთან", რომელიც მისმა "ესქიშეჰირმა" შინ 2:3 წააგო.

ამ მარცხით "ესქიშეჰირმა" 7 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სათასო ბატალიებს გამოეთიშა.

სამაგიეროდ, მომდევნო სტადიაზე გავიდა ნიკა ძალამიძის "რიზესფორი", რომელმაც ქართველის გარეშე საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "მერსინს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gio
17:42 29-01-2016
რა დონისებიც არიან იმ დონის გუნდში მიდიან რა არის აქ გასაკვირი...
Vaxtang
14:33 29-01-2016
რატომ მიდის ეს ხალხი იქ სადაც პერსპექტივა არა აქვს და მეორე ხარისხოვან მოთამაშედ მიიჩნევენ მეორე ხარისხოვან გუნდებში.დამთავრდა თურქეთში ის დრო,როცა არველაძეები გრიალებდნენ და თურქებს ცხვირით მიწას ახნევინებდნენ.... დღეს ფეხბურთიც ისწავლეს და ფარულად თუ აშკარად ქართველებს აბითურებენ,მხოლოდ სკამს ახეხინებენ და პურის ფულს გადაუგდებენ თუ ჭკვიანად იქნებიან.მოეგეთ ქართველებო გონს!