უმაღლესი ლიგა. XI ტური: "დილა" თბილისის "დინამოს" გაუთანაბრდა [VIDEO]

AutoSharing Option
7 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XI ტურის სამი მატჩი გაიმართა.

სტუმრად თერჯოლის "საპოვნელასთან" გამარჯვება იზეიმა გორის "დილამ", რომელმაც ქუთაისში მეტოქე ანგარიშით 5:1 დამაარცხა.

ანგარიში ირაკლი მოდებაძემ 31-ე წუთზე, პენალტით გახსნა. აქედან ერთ წუთში თერჯოლელთა კარი ოთარ მარცვალაძემ აიღო, ტაიმის დასრულებამდე კი გატანილი გოლით გიორგი ერისთავი გამოირჩა (41).

მეორე ნახევარში მასპინძლებს გიორგი ილურიძემაც (51) გაუტანა, "საპოვნელას" პრესტიჟის გოლი კი 65-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ შეაგდო. საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ისლამ მაშუკოვმა
დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გორის "დილამ" 25 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს" გაუთანაბრდა, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
წააგო "შუქურამ", რომელიც ამ ტურამდე 8-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებდა თავს. ქობულეთელები "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოსთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. სტუმართა ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"საბურთალომ" "ბენდელაზე" მარტვილის "მერანი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

არადა, ანგარიში სტუმრებმა 21-ე წუთზე, კონსტანტინე ბროლაძის გოლით გახსნეს. 2 წუთში ნიკოლოზ საბანაძემ გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი ჯერ გურამ გოშთელიანმა 54-ე წუთზე "საბურთალო" გაიყვანა წინ, შემდეგ კი გიორგი ფანცულაიამ დუბლი მიითვალა (73-ე და 76-ე წუთზებზე).

საბოლოო ანგარიში მარტვილელმა ლაშა ჯღამაიამ 88-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
შეგახსენებთ, რომ ტური 6 ნოემბერს, თბილისში, "ლოკომოტივისა" და "ზუგდიდის" მატჩით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:0 (იხილეთ ვრცლად). ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა 8 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს "გურია"-"ცხინვალი", "სამტრედია"-"ჩიხურა", "სიონი"-"ტორპედო" და "დინამო"(თბ)-"კოლხეთი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
"დილას"ხელმძღვანელობის საყურადღებოდ:რატომ არ იხსნება "დილას" ვებგვერდი,გთხოვთ გაასწოროთ.
გივი
20:07 08-11-2015
0
პირველ წრეში თბილისის "დინამო" სახლში ატარებს 9 თამაშს,ხოლო გასვლაზე მხოლოდ 6-ს,სხვა მისი კონკურენტები ჩემპიონობაზე/"დილა","სიონი","ცხინვალი","შუქურა",""სამტრედია".../ატარებენ სახლში 7-8 თამაშს,გასვლაზეც ამდენივეს.რატომ ხდება ასე? ამას ემატება თბილისში ჩატარებული მატჩები "ლოკომოტივთან","საბურთალოსთან","ცხინვალთან"...და რა გამოდის,სხვებთან შედარებით სახლის ფაქტორის გათვალისწინებით უპირატესობა "დინამოს"აქვს.ეს არის სიმართლე.






merabi
12:35 08-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული