უმაღლესი ლიგის XXV ტური: "ჩიხურამ" "ტორპედოს" წაუგებელი სერია ქუთაისში შეწყვიტა

AutoSharing Option
24 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის მატჩში ქუთაისის "ტორპოდომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა.

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 2:1. აღსანიშნავია, რომ ამით "ტორპედოს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

ანგარიში 52-ე წუთზე სტუმრებმა დავით ოდიკაძის გოლით შეძლეს. ქუთათურებმა გათანაბრება 67-ე წუთზე მოახერხეს - თავი გურამ ადამაძემ გამოიჩინა. ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ გუნდები თითო ქულას დასჯერდებოდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა და "ჩიხურას" გამარჯვება მოუტანა.

ტურის ბოლო შეხვედრა შაბათს, 25 აპრილს,
ქობულეთში გაიმართება, სადაც ბათუმის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს.

ტურის სხვა მატჩები:
დილა-შუქურა 5:2
გოლები: 1:0, 4:1 მიხაილ გორელიშვილი (9, 59), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0, 5:2 ირაკლი მოდებაძე (39, 75), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:2 თორნიკე თუხარელი (61).

ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1
გოლები: 0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90).

ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45+2).

კოლხეთი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგონაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65).

ზუგდიდი-სამტრედია 1:1
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78, პენ).

იხილეთ ვრცლად:
უმაღლესი ლიგის XXV ტური: გორის "დილა" ჩემპიონობას უახლოვდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
კულუარებიდან გამოვიდა ხმა დინამო ეძებს ახალ მწვრთნელს, მისასალმებელია, სხვაგვარად დინამო სამეულშიც ვერ გავა.
DATO
14:55 26-04-2015
0
ძაან გული მწყდება რომ დინამოში ამხელა ფული იხარჯება და გუნდი კიდევ სამარცხვინოდ გამოდის უკვე მერამდენე სეზონია. ბატონო ფიფია რა გაგიხდათ ერთი ფეხბურთის კარგი მენეჯერის მოყვანა გუნდში?! და კიდევ, რით ვეერ მიხვდით რომ გეგუჩაძეს უნდა დაუძახოთ დინამოში..
georgiano
02:41 25-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული