"ზესტაფონი" ვარჯიშს ახალი მწვრთნელით და გუნდით თბილისში იწყებს

AutoSharing Option
როგორც იქნა, ბოლო მოეღო ზესტაფონელ გულშემატკივართა მოლოდინს. ჩვენი ინფორმაციით, 27 იანვარს "ზესტაფონი" პირველად შეიკრიბება და სეზონის განახლებისთვის მზადებას თბილისში დაიწყებს...

არადა, მართლაც დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ცნობილი მოვლენების გამო საქართველოს ორგზის ჩემპიონს საერთოდ ვეღარ გაეგრძელებინა ჩემპიონატში გამოსვლა. ცოტა ხნის წინ კლუბის მფლობელმა ილია კოკაიამ ქართული ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. რა თქმა უნდა, არ არის მისასალმებელი, როცა ამა თუ იმ რაიონსა თუ ქალაქში ფეხბურთის არსებობა-განვითარება მხოლოდ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ... ზესტაფონის შემთხვევაში ასეა.

ჩვენი ინფორმაციით, იმ პერიოდში, როცა "ზესტაფონი"
მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, კლუბის გადარჩენის რამდენიმე ალტერნატიული გზა მოისინჯა, თუმცა უშედეგოდ - პოსტსაბჭოთა სივრცესა თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაბნეულმა ბიზნესმენებმა ამ საქმისგან თავი შორს დაიჭირეს.

ეს ბუნებრივიცაა - ფეხბურთი ისეთი სფეროა, მას ცოდნა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, მთელი შრომა წყალში ჩაიყაროს. გარდა ამისა, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს "ზესტაფონის" ბაზისა და ქალაქის მთავარი სპორტული არენის, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მიხედვა.

ახლა საქმე ასეა: ქალაქის მუნიციპალიტეტმა ნახევარ მილიონ ლარამდე მოიძია გუნდის გადასარჩენად. ჯერჯერობით, კოკაია უცხოეთშია და ჩვენთვის მისი პოზიცია უცნობია, თუმცა გავიგეთ, რომ "ზესტაფონს" ხელს და ფულს ისიც შეაშველებს.

ასე, პარიტეტულ საწყისებზე დაფინანსებული გუნდი შეეცდება, შეინარჩუნოს ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ეს კი იოლი არ იქნება. ამ დროისთვის, "ზესტაფონს" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-9 ადგილი უჭირავს და სახიფათო ზონასთან არც ისე შორსაა.

შეტევა, სანახაობა, იმპროვიზაცია...
ახლა საკადრო ამბებზე გადავიდეთ. ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მარგველებს სეზონის მეორე ნახევარში გიორგი მიქაძე გაწვრთნის.

34 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობას ხელმძღვანელობდა. შეტევა, სანახაობა, იმპროვიზაცია - ეს არის მისი, ასე ვთქვათ, საფეხბურთო ფილოსოფია.

აღსანიშნავია, რომ "ზესტაფონის" ახალ, სავარაუდო თავკაცს აქვს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში წარმატებით გამოსვლის გამოცდილება. თანაც, მიქაძე ზესტაფონელ გულშემატკივართა შორის დიდი სიყვარულით სარგებლობს, რაც ამ რთულ დროს მეორეხარისხოვანი ფაქტორი სულაც არ უნდა იყოს.

27 იანვარს გასამართი ვარჯიშის შემდეგ გაცილებით მეტის თქმა შეგვეძლება იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც სეზონის მეორე ნახევარში იმერული კლუბის ღირსებას დაიცავენ. ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "ზესტაფონის" ძირითად ბირთვში თავს მოიყრიან ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბის დუბლშემადგენლობაში თამაშობდნენ და ჯერაც არ გადასულან ახალ გუნდებში.

მათ, სავარაუდოდ, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც შეემატება, ოღონდ ეს ყველაფერი ჯერაც დასაზუსტებელია და სჯობს, დაკონკრეტებას მოვერიდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
სამტრედია და ფერო რა შუაშია ვიმე მეტყვუს/////. ? სამტრედია ფინასდება სამტრედიის ბიუჯეტიდან და არა ზესტაპონის ეს ისე ამ ხალხმა ოღონდ რამე თქვას და
bneli
19:37 28-01-2015
0
დღეს, საღამოს, ქუთაისის „ტორპედო“ ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად თურქეთისკენ აიღებს გეზს. ქართული დელეგაცია, რომელიც 35 წევრისგან შედგება, ტრაბზონში ავტობუსით გაემგზავრება, ხოლო იქიდან ანტალიაში - თვითმფრინავით და კურორტ ბელეკში მდებარე სასტუმრო “Atlantis”-ში დაბინავდება.

გაგაცნობთ თურქულ შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: ბექა შეყრილაძე, ლევან ტყეშელაშვილი

მცველები: გურამ ადამაძე, ზაზა ჭელიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ბაქარ მირცხულავა, ბექა ბანძელაძე, საბა ადამაშვილი, მიხეილ მახვილაძე, გივი იოსელიანი

ნახევარმცველები: ლაშა ქებაძე, ნიკო კვასხვაძე, შოთა ბაბუნაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ოლეგ მამასახლისი, დავით კირკიტაძე

თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, ბექა ტუღუში, ზურაბ ხურციძე, ბუდუ ზივზივაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ნიკა საბანაძე.

როგორც ზემოდანაც ჩანს, ჩვენს გუნდში კიდევ ერთი ახალწვეულია - 24 წლის მარჯვენა მცველი გივი იოსელიანი „ტორპედოში“ 2011/2012 წლების სეზონშიც თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ თურქეთში ოთხი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი: 1 თებერვალს ჩვენი მეტოქე ყაზახური „ირტიში“ იქნება, 7 თებერვალს უნგრული „დებრეცენი“, ხოლო 10 თებერვალს - ბულგარეთის „ბოტევი“. კიდევ ერთ შეხვედრას ქუთაისელები 4 თებერვალს გამართავენ, ჯერჯერობით, სპარინგ-პარტნიორის ვინაობა არ დაზუსტებულა.

აქვე გთავაზობთ ზემოხსენებული სასტუმროს ფოტოკოლაჟს
maxoxia71
18:21 28-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული