გიორგი ფოფხაძე: ფეხბურთის თამაშს შევძლებ!

AutoSharing Option
ყველაზე სანერვიულო პერიოდი ჩავლილია - გორის "დილას" 30 წლის მცველი გიორგი ფოფხაძე ფეხზე წამოდგა და უკვე გადაადგილებაც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩში მან ფუძის ძვალი დაიზიანა.

- დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]

"ორი დღეა სიარული დავიწყე, მაგრამ ჯერ მაინც არ ვტვირთავ თავს. ფუძის ძვალი დამიზიანდა, საფეთქლის ძვალი გამიტყდა...

ექიმმა მითხრა, რომ შევძლებ ფეხბურთის თამაშს და ეს მაიმედებს. არის თანამედროვე პირობებში დამცავი საშუალებები...

ორ კვირაში
უნდა გადავიღო სურათი და ზუსტად მეტყვიან, რა და როგორ იქნება. ახლა ზომიერად უნდა მივყვე სარეაბილიტაციო პერიოდს და ექიმების დანიშნულებას", - აი, ასეთი კარგი ამბავი გვითხრა ფოფხაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ