ეროვნული ლიგა. XVI ტური: "ლოკომ" წაგებათა სერია "დილასთამ" შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის "დილამ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

დუბლით გამოირჩა "რკინიგზელთა" თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე (23–ე პენ., 43–ე), რომელიც ეროვნული ლიგაში ბომბარდირთა დავას 13 გოლით ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი დევდარიანის გუნდმა "დილასთან" გამარჯვებით, წაგებათა ხუთმატჩიანი სერია შეწყვიტა. 16 ტურის შემდეგ "ლოკომოტივს" 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. 19 ქულით მეშვიდეა "დილა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ვუყურე თამაშს და გაბაძე რომ არ გააძევა მსაჯმა ძალიან გამიკვირდა,მეტიც ეგეთი უხეში თამაშისათვის მინიმუმ 3 თვე უნდა აეკრძალოს ფეხბურთელს თამაში.მერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ ფოფხაძისთვის ეხბურთი შეიძლება დამთავრდეს.ეს ყველაფერი კი მსაჯების ბრალია!
gatuzo
10:31 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული