გორის "დილამ" 24 წლის ბრაზილიელი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
გორის "დილას" ღირსებას კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიცავს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "დილა" ბრაზილიელ ფორვარდ ნუბიო ფლავიოთი გაძლიერდა.

ბრაზილიელი ფორვარდი 24 წლისაა. კარიერის განმავლობაში მას ბრაზილიურ "ტუპიში", "იკასაში", "ატლეტიკოში", "ფორტალეცაში" და "პარანაში" უთამაშია.

უცნობია, თუ რა ხანგრძლივობის კონტრაქტს მოაწერა ხელი ბრაზილიელმა.
ასევე დაგაინტერესებთ