გორის "დილამ" თურქული შეკრება მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, 10 თებერვალს, თურქეთში მყოფმა გორის "დილამ" პირველი ამხანაგური მატჩი მოლდოვას ჩემპიონატის ლიდერ "მილსამისთან" გამართა.

როგორც მოლდოვური კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იტყობინება, "დილამ" მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-5 წუთზე გავიდა - თავი გუნდის ახალწვეულმა ლეონარდომ გამოიჩინა.

ჯერჯერობით უცნობია, ვისთან გამართავენ გორელები შემდეგ ამხანაგურ მატჩს.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ