U17. საქართველო-ბელგია 2:2 (პენ. 5:4) - პოლონეთის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე, SYRENKA CUP-ზე ასპარეზობს, სადაც 8 ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებები ასპარეზობს.

გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და ბელგიის ნაკრებს პენალტების სერიაში 5:4 მოუგეს. ძირითადი დრო კი 2:2 დასრულდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირზე მასპინძელ პოლონეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ამ შემადგენლობითაა ჩასული:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი (ყველა - 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე (ყველა - დინამო თბ);
ნახევარმცველები:
ნიკა ნინუა, გიორგი კუცია (ორივე - დინამო თბ), ვახტანგ კოპლატაძე (საბურთალო), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე - 35-ე სკოლა);
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე - 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
შენ რას ამართლებ? თუ წააგეს უნდა დაწერონ. პენალი არა ხვიშტი.
ssa-s
14:20 05-09-2015
0
გენო! ....----გოლი არ ჩაგვითვალეს, პენალი არ დაგვიდეს! პენლებით წავაგეთ, თამაშისთვის გეყურებინა შე ბოღმით გასიებულო! პოლონელებმა თამაშის მერე ბოდიში მოიხადეს, გესმის ....!!!!!!!!!!
0

სიახლეები პოპულარული