უმასპინძლებს საქართველო ევროპის ჩემპიონატს? იმედის სიგნალები უეფადან

AutoSharing Option
თებერვალში გასამართ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას დიდი იმედით ველით - უნდა გაირკვეს, უმასპინძლებს თუ არა საქართველო ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს 19-წლამდელთა შორის.

ევროფორუმი ზაფხულში გაიმართება. მანამდე დიდი დროა და თუ თებერვალში ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, გვარიანი გარჯა მოგვიწევს.

უპირველეს ყოვლისა, ინფრასტრუქტურასა და სტადიონებთან დაკავშირებულ პრობლემებს ვგულისხმობთ. ერთი კია - 2017 წლამდე დრო საკმაოდაა და ბევრი რამის მოგვარებაც შეიძლება.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ის პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ უეფა სწორედ საქართველოს არგუნებს ევროპის პირველობის მასპინძლობის უფლებას.
როგორც ჩანს, უეფადან დამაიმედებელი სიგნალები მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებით პრაგმატიკოსი სიჭინავა ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.

ახლახან თბილისმა მაღალ დონეზე უმასპინძლა 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს. უეფას დამკვირვებლები პირად საუბრებში არ მალავდნენ, რომ ორივე ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

მოკლედ, დაველოდოთ თებერვალს. იმედია, ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
50 ათასად ჩატარებული ევროპის პირველობა მაგარი იქნება.კაიხელა ფული უნდა ევროპის პირველობის ჩატარებას მარა ჯერ ფეხბურთი უნდა გააცოცხლო ქვეყანაში და მერე უნდა იფიქრო ევროპის პირველობის ჩატარებაზე ხო თქვა ქეცბაიამ მკვდარია ფეხბურთი ჩვენთანო რაშიც ძნელია არ დაეთანხმო და თუ მკვდარია იმ ევროპაზე ვინ გაგყავს შე დალოცვილო მიცვალებულები.
qutaiseli
10:58 28-11-2014
0
ცოლებს 50 ათასიან ქუდებს თუ არ უყიდიან მთავრობაში ფეხბურთისთვის ფული მოიძებნება.
ფანი
18:21 26-11-2014
0

სიახლეები პოპულარული