ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: კიევის "დინამომ" თურქები სახტად დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები A-D ჯგუფებში გაიმართა.

A ჯგუფი
"არსენალმა" სტუმრად 4:1 მოუგო "ბაზელს", რომელიც დაცვაში ხშირად ცდებოდა. ჰეთ თრიკი ესპანელმა ლუკას პერესმა შეასრულა. ერთი გოლიც ივობის ანგარიშზეა. დუმბიას გოლს კი "ბაზელის" რიგებში ოდენ პრესტიჟისა ეთქმის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პსჟ შინ "ლუდოგორეცს" 2:2 დაუზავდა. ბულგარელები ორჯერ იყვნენ წინ გასულნი, მაგრამ მასპინძლებმა ორჯერვე გაათანაბრეს. პსჟ-ს ქულა 92-ე წუთზე მოუტანა ანხელ დი მარიამ. პირველობა "არსენალს" დარჩა, ევროპალიგის საგზური - "ლუდოგორეცს", დანარჩენი კი აქამდეც გარკვეული იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

B ჯგუფი
კიევში ჯერ კიდევ თამაშამდე დაიძაბა სიტუაცია "დინამოსა" და "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებს შორის. ჩხუბში სამასამდე ფანი მონაწილეობდა, ათამდე კი დაიჭრა. კიდევ უფრო საოცარი ამბები დატრიალდა მინდორზე - უმოტივაციო "დინამომ" თურქული გუნდი სახტად დატოვა - 6:0 გაანადგურა! თურქებმა თამაში 9 კაცის ამარა ჩაამთავრეს (ბეკი და აბუბაქარი გააძევეს).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ რებროვის გუნდში 6-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. მოკლედ, "დინამომ" ევროთასებზე კარი გაიჯახუნა და ერთი შეხედვით, პრინციპულ მატჩს "ბენფიკასა" და "ნაპოლის" შორის, მნიშვნელობა შეუმცირა.

ლისაბონში გუნდემა მხოლოდ პირველი ადგილისთვის იომეს, რომელიც "ნაპოლიმ" დაისაკუთრა - 2:1 სტუმართა სასარგებლოდ. გოლები ხოსე კალეხონმა და დრის მერტენსმა გაიტანეს. 87-ე წუთზე "ბენფიკას" შანსი ხიმენესმა გაუჩინა, თუმცა მეტი პორტუგალიელებმა ვეღარ შეძლეს და მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

C ჯგუფი
"ბარსელონამ" ქვა-ქვაზე არ დატოვა "გლადბახისგან" - 4:0. არდა თურანმა კი ჰეთ თრიკით გამოიჩინა თავი. გერმანელთა რბევა კი ლიონელ მესიმ დაიწყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტიმ" ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა და ვერ აჯობა გლაზგოს "სელტიკს" - 1:1. ამ მატჩში გოლები პირველ ათ წუთში გავიდა, რობერტსის გოლს იჰეანაჩომ უპასუხა. ამ ჯგუფში ყველაფერი ისედაც გარკვეული იყო, გუნდებს მოტივაცია არ ჰქონდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

D ჯგუფი
"ბაიერნმა" "ატლეტიკოს" ისეთივე ანგარიშით მოუგო, როგორც სექტემბერში "ვისენტე კალდერონზე" დათმო - 1:0. გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. მოკლედ, "ატლეტიკომ" დიდი სლემი ვერ შეასრულა, მაგრამ პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პსვ შინ "როსტოვს" 0:0 დაუზავდა და რუსულ კლუბს ევროპალიგის საგზური გადაულოცა.

A ჯგუფი
პსჟ-ლუდოგორეცი 2:2
გოლები: 0:1 მისიჯანი (15), 1:1 კავანი (61), 1:2 ვანდერსონი (69), 2:2 დი მარია (90+2)
პსჟ (4-2-3-1): არეოლა - მიონიე (88. ორიე), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი (80. კურზავა) - ტიაგო მოტა, მატუიდი - ლუკასი (85. ხესე), დი მარია, ბენ არფა - კავანი
ლუდოგორეცი (4-3-3): სტოიანოვი - სისინიო, პლასტუნი, მოცი, ნათანაელი - დიაკოვი, მარსელინიო (86. კამპანიარო), ანისეტი - მისიჯანი (72. ლუკოკი), ვანდერსონი (90+5. კეშერუ), კაფუ
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 19-3; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 27-5 (7-2); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 42 650

ბაზელი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 პერესი (8), 0:2 პერესი (16), 0:3 პერესი (47), 0:4 აივობი (53), 1:4 დუმბია (78)
ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაოტე - დიე (74. ზუფი), ტ. ჯაკა - ელიუნუსი (60. კალა), დელგადო (54. დუმბია), სტეფენი - იანკო
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - გაბრიელი, ჰოლდინგი, კოშელნი, გიბსი - რემზი (70. ჟირუ), გ. ჯაკა - აივობი, იოზილი (74. უოლკოტი), ლუკას პერესი - სანჩესი (70. ელნენი)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-12 (4-7); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 36 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 6 4 2 0 18-6 14
2. პსჟ 6 3 3 0 13-7 12
3. ლუდოგორეცი 6 0 3 3 6-15 3
4. ბაზელი 6 0 2 4 3-12 2

B ჯგუფი
დინამო-ბეშიქთაში 6:0
გოლები: 1:0 ბესედინი (9), 2:0 იარმოლენკო (30), 3:0 ბუიალსკი (32), 4:0 გონსალესი (45+3), 5:0 სიდორჩუკი (60), 6:0 მორაეში (77)
დინამო კ. (4-1-4-1): რუდკო - ბურდა, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში - რიბალკა - იარმოლენკო, სიდორჩუკი (66. კორზუნი), ბუიალსკი, გონსალესი (69. ციგანკოვი) - ბესედინი (76. მორაეში)
ბეშიქთაში (4-3-3): ფაბრი - ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ადრიანო - არსლანი (46. ტოსუნი), ჰატჩინსონი, იოზიაკუფი - კუარეშმა (70. ფრაი), შაჰანი (46. გიონული), აბუბაქარი
გაძევება: ბეკი (29), აბუბაქარი (56)
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 1-3; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-6 (13-0); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 14 036

ბენფიკა-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 (კალეხონი (60), 0:2 მერტენსი (79), 1:2 რ. ხიმენესი (87)
ბენფიკა (4-4-1): ედერსონი - სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, ალმეიდა - პიცი, სალვიო (80. მიტროღლუ), ფეისა, სერვი (68. კარილიო) - რ. ხიმენესი, გედესი (57. რაფა სილვა)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, დიავარა, ჰამშიკი (72. ზელინსკი) - კალეხონი, ინსინიე (80. როგი), გაბიადინი (57. მერტენსი)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 13-14 (3-7); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 52 364

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 6 3 2 1 11-8 11
2. ბენფიკა 6 2 2 2 10-10 8
3. ბეშიქთაში 6 1 4 1 9-14 7
4. დინამო კ. 6 1 2 3 8-6 5

C ჯგუფი
ბარსელონა-გლადბახი 4:0
გოლები: 1:0 მესი (16), 2:0 თურანი (50), 3:0 თურანი (53), 4:0 თურანი (67)
ბარსელონა (4-3-3): სილესენი - ვიდალი, მასკერანო, უმტიტი, დინი - დ. სუარესი, გომეში, ინიესტა (61. რაფინია) - მესი, ალკასერი, თურანი (74. კარდონა)
გლადბახი (4-4-2): სომერი - კრისტენსენი, იანტჩკე, ვესტერგაარდი, ელვედი - კორბი, შტრიობლი, დაუდი (59. კრამერი), შულცი (59. იონსონი) - აზარი, ჰანი
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 7-5; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-2 (8-0); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 67 000

სიტი-სელტიკი 1:1
გოლები: 0:1 რობერტსი (4), 1:1 იჰეანაჩო (8)
სიტი (3-5-2): კაბალიერო - სანია, ადერაბიო, კლიში - მაფლეო (62. ნავასი), საბალეტა, ფერნანდო, გიუნდოგანი, სანე - იჰეანაჩო
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - ლუსტიგი, შიმუნოვიჩი, სვიატჩენკო, ისაგირე - ბრაუნი, არმსტრონგი - რობერტსი, როგიჩი, ფორესტი (51. სტევენი) - დემბელე (73. გრიფიტსი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 8-6; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 8-12 (2-6); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 45 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 5 0 1 20-4 15
2. სიტი 6 2 3 1 12-10 9
3. გლადბახი 6 1 2 3 5-12 5
4. სელტიკი 6 0 3 3 5-16 3

D ჯგუფი
ბაიერნი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (28)
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - რაფინია, ჰუმელსი, ალაბა, ბერნატი - სანჩესი, ვიდალი, ალკანტარა - რობენი (83. კიმიხი), კოშტა (87. მარტინესი), ლევანდოვსკი (80. მიულერი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ერნანდესი - კოკე (68. თომასი), გაბი, საული, გაიტანი (60. კორეა) - ფერეირა-კარასკო (60. გამეირო), გრიზმანი
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-5 (5-3); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 70 000

პსვ-როსტოვი 0:0
პსვ (5-3-2): ზოეტი - არიასი (62. დე იონგი), მირინი (77. ნარსიგი), შვააბი, მორენო, ბრენეტი - რამსელაარი, პრიოპერი, ზინჩენკო (62. პერეირო) - დე იონგი, ბრეგვინი
როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - კალაჩევი (80. ტერენტიევი), მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - ეროხინი, ნობოა, გაიტანი - აზმუნი (90. ეზატოლაჰი), პოლოზი (89. ბუხაროვი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 6-1; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-5 (4-2); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 34 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 6 5 0 1 7-2 15
2. ბაიერნი 6 4 0 2 14-6 12
3. როსტოვი 6 1 2 3 6-12 5
4. პსვ 6 0 2 4 4-11 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ მსაჯებს
0
და თქვენს მიერ გაღმერთებული კიევის დინამო თურქებთან გამარჯვების შემდეგ სად აგრძელებს თამაშს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული