კარლოს ტევესი: ჩვენი მოგება სიურპრიზი უფრო ჟურნალისტებისთვის გახდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მადრიდის "რეალთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იუვენტუსის" მოგება ჩემთვის სიურპრიზი არ გამხდარა, ეს სიურპრიზი უფრო ჟურნალისტებისთვის იყო, რომლებიც ფავორიტებად არ მიგვიჩნევდნენ.

მჯერა ჩემი გუნდის და ვიცი, რა შეგვიძლია. უკვე 12 წელია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ გვითამაშია და ამჟამინდელი შემადგენლობა კლუბის ისტორიას ქმნის.

მატჩი ძალიან რთული გამოვიდა", - თქვა ტევესმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
იუვენტუსი-რეალი 2:1 - კარლიტოსმა კარლიტოს მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული