ზენედინ ზიდანი: არ მგონია, რომ გაგვიმართლა, ფეხბურთში ასეთი ცნება არ არსებობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ნაპოლისთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: მხსნელი რამოსი და 1:3 & 1:3 [VIDEO]

"პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, ბევრი რამის მოთმენა გვიწევდა. "რეალმა" თავიდანვე ვერ შეძლო საკუთარი თამაშის პოვნა, ხოლო "ნაპოლიმ" თავიდანვე აიღო ინიციატივა ხელში.

მეტოქის პრესინგს გავუძელით და გოლი გავიტანეთ. არ შეიძლება ყოველთვის საუკეთესო თამაშის ჩვენება. ამ მატჩიდან კარგი უნდა გამოვყოთ. მაგალითად, შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩავატარეთ.

არ ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა. ფეხბურთში საერთოდ არ არის ასეთი ცნება.
შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. საკუთარი თავი წარმოვაჩინეთ, თუმცა მატჩის გარკვეულ ნაწილში გვიჭირდა", - თქვა ზიდანმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული