გვარდიოლა: კლოპმა უკეთეს მწვრთნელად მაქცია, "მანჩესტერ სიტი" კი - უკეთეს გუნდად

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" (1:1) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან "მერსისაიდელების" თავკაცის, იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, გერმანელმა ის უკეთეს მწვრთნელად, ხოლო "მანჩესტერ სიტი" უფრო ძლიერ გუნდად აქცია.

"მჯერა, რომ კლოპი სამწვრთნელო საქმიანობას აუცილებლად დაუბრუნდება. სხვა რა შემიძლია ვთქვა? მან მე უკეთეს მწვრთნელად, ხოლო "მანჩესტერ სიტი" უფრო ძლიერ გუნდად აქცია. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება, ფეხბურთს მისნაირი ადამიანები სჭირდება", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, კლოპი "ლივერპულს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

altკლოპი ნაკრებით დაგვიბრუნდება? - ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის

მერე გაირკვევა

altდრამა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" და "სიტიმ" ქულები გაიყვეს, "არსენალი" გალიდერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკანდრო ქირიასი არ იყოს, დედა რა იყო ეს ჰა)))))))))))))) ბრავო ორთავეს, მართლაც რა იყო გუშინ ეს, რა თამაში იყო, უძლიერესი ფეხბურთელებით და ბუმბერაზი მწვრთნელებით! ისე მომავალ თაობას მინდა ვკითხო, ესეთ ტემპს და ინტენსივობას კვირაში სამჯერ საათნახევრიანი ვარჯიშით თუ მიაღწევენ? ჩემს დროს ასფალტზე ვთამაშობდით მთელი დღე, ეხლა სტადიონებია ყველა უბანში და მე არ მინახავს ბავშვები ორად გაყოფილიყონ და ფეხბურთი ეთამაშათ, ერთი ხვიჩა კვარაცხელია 30 წელიწადში ისედაც დაიბადება, მე მინდა ყოველ წელს იბადებოდეს
llcl
16:29 11-03-2024
1

სიახლეები პოპულარული