სოლსკიაერი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

AutoSharing Option
90Min-ის ინფორმაციით, დიდია შანსი იმისა, რომ შვედეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი გახდეს.

მოგეხსენებათ, შვედები ბოლო 28 წელში პირველად ვერ გავიდნენ ევროპირველობაზე და ამის გამო ყოფილი დამრიგებელი იან ანდერსონი გადააყენეს.

სოლსკიაერთან ერთად შვედები მოლაპარაკებებს "ბლექბერნის" ამჟამინდელ თავკაც იონ დალ ტომასონთანაც აწარმოებენ და არჩევანს ამ ორ მენეჯერს შორის გააკეთებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული