"ნაპოლიში" ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთელია" - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, "პარტენოპეის" სტანისლავ ლობოტკას სახით მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს.

"ლობოტკას ზუსტი პასების მაჩვენებელი 94%-ს უდრის. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, როდესაც ჩავიმ გადაცემების შესრულება 97%-ის სიზუსტით მოახერხა.

დარწმუნებული ვარ, სლოვაკი "ნაპოლისთვის" ისეთივე მნიშვნელობის ფეხბურთელია, როგორიც "ბარსელონასთვის" ჩავი და ინიესტა იყვნენ. ის გუნდისთვის ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია.

მას შეუძლია ბურთის ჩაჭრა, ასევე შეტევების დაწყება, მისი ხარისხის ფეხბურთელი "ნაპოლის" არ ჰყავს, მის გარეშე გუნდი სულ სხვა სტილით თამაშობს. ვფიქრობ, ნებისმიერ
გრანდში თამაშს შეძლებდა", - განაცხადა კასანომ.

ლობოტკა "ნაპოლიმ" 2020 წელს "სელტადან" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

alt"ხვიჩა კვლავ ბრწყინვალე იყო, "ნაპოლიში" გარსიას ამბავი მალე დასრულდება" - რა თქვა კასანომ

alt"კვარა "რეალთან" ჩრდილში იყო" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

altკასანო: "კვარას" ადგილას "ნაპოლის" გასახდელს დავანგრევდი

alt"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეცინება კომენტარებზე. ერთი - ყველა აქ გამომსვლელმა კარგად იცის, რომ კასანოზე უკეთ ესმის ფეხბურთი და მეორე - ხვიჩას სადღეგრძელოს ვინც არ ამბობს, ის მტერია
ზურა
16:18 06-11-2023
0
ხოხ! ამას ქვილითაიას თამაი არ უნახავს თვარა .....
ჰმ, ლაბარტყავას შემცვლელი არ მეგულებაო? აბა ყინწოზე რას იტყვის? ჩვენი ყინწო გადაყვა ოცნებებს და ახლა მესამე სროკზეა თვარააა.
ქვილითაიასთანა ჯგირ ბაღანე არავინ დადიოდა ზემო საბურთალოზე რომ იცოდე. აპაა!
ლაბარტყავა დე ჩამატყავა კოხი.
16:47 04-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული