ითამაშებს თუ არა ბელინგემი "ელ კლასიკოში"? - ანჩელოტიმ ინგლისელზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე ლა ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონა" "რეალს" უმასპინძლებს.

"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემი მონაწილეობას მიიღებს.

"რა თქმა უნდა, "ელ კლასიკო" განსაკუთრებულია, თუმცა მეორე წრეში ერთმანეთს კიდევ შევხვდებით, ან ვინ იცის, შესაძლოა ჩვენი გზები ჩემპიონთა ლიგაზეც გადაიკვეთოს. ბელინგემი? ჯუდი თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზადაა. 

ვიმეორებ, "ბარსელონასთან" დაპირისპირება უდავოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი, რადგან ჩემპიონობისთვის "ატლეტიკოც" და "ჟირონაც" იბრძვიან, წინ გრძელი სეზონია", - განაცხადა ანჩელოტიმ.

alt

21-ე საუკუნეში პირველად - ბელინგემი "რეალის" ისტორიაში შევიდა

altჯუდ ბელინგემის 2 გოლი - ინგლისელს ვერ აჩერებენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული