"ცხოველები შეიძლება გაგვინაწყენდნენ, რომ რუსებს შევადარე" - მიხაილიჩენკო

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ალეკსეი მიხაილიჩენკო Футбол NEWS-ს იმაზე ესაუბრა, თუ რომელმა რუსმა დაურეკა მის სამშობლოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ:

"მე ბევრს ველაპარაკე იმათ, რომლებიც ოლიმპიურ და ეროვნულ ნაკრებში თამაშობდნენ. პრინციპში, ძალიან სასიამოვნო საუბრები იყო. ერთადერთი რუსი, რომელმაც ტელეფონით დამირეკა, იგორ სკლიაროვია. ის აშშ-ში, ჩიკაგოში ცხოვრობს. მისი მეუღლე ცნობილი ტანმოვარჯიშეა. ისინი იქ დიდი ხანია მუშაობენ და შოკირებულები არიან. მან მითხრა, რომ ეს უფრო ჩრდილოეთი კორეაა, ვიდრე რუსეთი.

მისთვის ეს ძალინ მტკივნეულია. მათ, ალბათ, ესმით, რომ ჩემთან ურთიერთობა სასურველი არაა. მეტად
სახელებს არ დავასახელებ, არც გვარებს, რადგან მათ უკვე არ აქვთ სახელი და გვარი. სახელი და გვარი ადამიანებს აქვთ, ცხოველებს - არა. ოი, ცხოველები შეიძლება გაგვინაწყენდნენ, რომ რუსებს შევადარე.

"ვესტ ჰემის" ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო მშობლიური ჩერნიჰოვის განადგურების გამო შეძრწუნებულია და "ინსტაგრამზე" რაშისტების მიმართ თავისი პოზიცია გამოხატა: "ჩვენ ამას არასოდეს გაპატიებთ. პუტინ, შენ განავალი ხარ".

altბუჩას სისასტიკეს უკრაინის რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შეეწირა

altრუსეთის არმიის სადიზმი - უკრაინელი ფეხბურთელი მშობლებთან ერთად დახვრიტეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული