მესის ყოფილი მწვრთნელი გალტიე: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდოა

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე, რომელიც ფრანგულ გუნდში ლიონელ მესის ავარჯიშებდა, არგენტინელ ვარსკვლავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არ მიიჩნევს.

"როდესაც კრიშტიანოს უპირისპირდები, მის წინააღმდეგ ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლია. სიტყვები არ მყოფნის მისი ბრწყინვალე პერფორმანსის აღსაწერად.

ვფიქრობ, დღემდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ რონალდოა", - აქვეყნებს გალტიეს სიტყვებს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერასოდეს, ვერავინ მათქმევინებს,აუგს,რონალდოზე.ბრწყინვალე,უდიდესი ფეხბურთელია.მასზე რომ თქვან,თანამედროვეობის საუკეთესო სპორტსმენიაო,ორი ხელის აწევით დავეთანხმებოდი,მაგრამ რონალდო არის გენიოსი,რომელმაც საკუთარი თავი თვითონვე შექმნა,მესი კი,ბუნების შვილია,ღმერთის მიერ შექმნილი ტალანტი. ღმერთის მიერ შექმნილს,ადამიანის შრომით შექმნილი როგორ აჯობებს?თუ დიდ კონსტანტინეს დავესესხებით,მესი ღმერთია(ფეხბურთში,რა თქმა უნდა!),რონალდო კი,ღმერთთან მებრძოლი იაკობი და მათმა ბრძოლამ,შესანიშნავი ეპოქა გვაჩუქა,ჯერ კიდევ რომ გრძელდება.
სოსო
21:17 29-10-2023
2
რანაირად არის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ როცა პასის მიმცემი არ არის და ფლეიმეიკერი არ არის, (არც დრიბლინგში ჯობია მესის) იცის მარტო სირბილი და გოლების გატანა. როცა მესი არის პასის მიმცემი, ფლეიმეიკერი თამაშის წამმართველი და გუნდის მამოძრავებელი ლიდერი, ასევე დრიბლიორი გოლის გამტანი და ჯარიმების მეფეც. მესის ფასი უფრო მეტია, მესი ყველაფერს აკეთებს იმიტომ რომ აქვს მაგის გენია ყველას არა აქვს. ეს არის სრულყოფილი ფეხბურთელი და ვერავინ ვერ იქნება სრულყოფილი თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს რასაც პელე ზიდანი და მესი აკეთებენ. მესი უბრალოდ მაღლა დგას და ეს არის სიმართლე. მესიმდე ვერ მივა რონალდუ რაც არ უნდა ბევრი ირბინოს და გოლები გაიტანოს, იმიტომ რომ არა აქვს პლეიმეიკერის გენია და მანდ დამთავრებულია ლაპარაკი.
Zidani
18:54 28-10-2023
9

სიახლეები პოპულარული