ოფიციალურად: ონანა მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
სამშაბათს, 23 ნოემბერს, კამერუნისა და სერბეთის დაპირისპირების წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდრე ონანა აფრიკელთა მთავარ მწვრთნელთან რიგობერტ სონგთან კონფლიქტის გამო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ონანა მუნდიალზე ვეღარ იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რიგობერტ სონგსა და ონანას შორის კონფლიქტის მიზეზი მეკარის სათამაშო სტილი გახდა. სონგის აზრით, ანდრემ შვეიცარიის ნაკრებთან დაპირისპირებაში პოზიცია რამდენჯერმე არასწორად შეარჩია და ბევრჯერ გარისკა.

კამერუნის ნაკრები G ჯგუფში 1 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, აფრიკელები პარასკევს ბრაზილიას დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00
საათზე დაიწყება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altანდრე ონანა კამერუნის ნაკრების განაცხადში არ იქნება - მიზეზი მწვრთნელთან კონფლიქტია


მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს, სხვა რამით დაკავდება :)
რა გვარი, რა სახლი...
16:23 30-11-2022
0

სიახლეები პოპულარული