ტენ ჰაგი: ონანას შესაძლებლობებში ეჭვი არავის გვეპარება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "მანკუნიანელთა" კარის დარაჯის ანდრე ონანას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, კამერუნელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს მძიმედ დაუჯდა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მას სჯერა, რომ კამერუნელი უმაღლესი დონის მეკარეა და აუცილებლად მოუმატებს.

"ყველა ვხედავთ, რომ ონანამ თამაში უნდა გააუმჯობესოს, მას ეს შეუძლია, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეძლებს, რადგან ანდრემ ეს არაერთხელ დაამტკიცა", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებეთ, ონანა "იუნაიტედს" გასულ ზაფხულს "ინტერიდან" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული