"ნაპოლიმ" შეიძლება ესპანელი მარცხენა მცველი დაიმატოს

AutoSharing Option
"ბეტისის" 23 წლის მარცხენა მცველმა ხუან გონსალეს მირანდამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს, - იტყობინება calciomercato.

გამოცემის ცნობით, მირანდას სამსახურით "მილანი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებული, სევილიურ კლუბს კი მისი გასხვისება უნდა, რადგან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ბეტისი" მირანდას 4 მილიონ ევროდ აფასებს. ის ადრე "ბარსელონასა" და "შალკეში" თამაშობდა, ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორია, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ "ბეტისს" ტრანსფერზე "მილანი" უკვე შეუთანხმდა, თუმცა საქმეში
შეიძლება "ნაპოლი" ჩაერიოს, რომელსაც მარიო რუისა და მატიას ოლივეირას ტრავმების გამო დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემა აქვს.

მირანდამ ამ სეზონში "ბეტისში" ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული