"შეწყვიტეთ სისულელეებზე ლაპარაკი!" - გარნაჩოს ძმა ფერდინანდის განცხადებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში ალეხანდრო გარნაჩოს გამოწერა იმიტომ გაუუქმა, რომ ის კრიშტიანო რონალდოს დიდი ფანია და ამას არ მალავს.

"ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომ ლეომ გარნაჩოს გამოწერა გაუუქმა და ამის მიზეზი კრიშტიანო რონალდოა, რადგან ალეხანდრო ამბობს, რომ პორტუგალიელის დიდი ფანია და მას ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს", - თქვა ფერდინანდმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველის ამ განცხადებას გარნაჩოს ძმა რობერტო გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

"ეს ყველაფერი ტყუილია! მესის ჩემი ძმა გამოწერილი არასდროს ჰყოლია. გთხოვთ, სისულელებზე ლაპარაკი
შეწყვიტოთ. გარნაჩოს უყვარს მესიც და რონალდოც და ორივეს პატივს სცემს. ასე რომ, მტრობის შექმნას ნუ ცდილობთ", - თქვა ფეხბურთელის ძმამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Chorikana ferdinandi :)))
L.J .
13:23 29-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული