მეორე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში - კლუივერტმა იოვეტიჩის შედეგი გაიმეორა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ "ბორნმუთის" 24 წლის ფორვარდი ჯასტინ კლუივერტი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ტოპ 5 ლიგის ყველა ჩემპიონატში გოლი გაიტანა.

ნიდერლანდელმა ეს შედეგი 25 ნოემბერს "შეფილდთან" გასვლაზე (1:3) მოგებულ შეხვედრაში დააფიქსირა, სადაც თავი 1 შედეგიანი დარტყმით გამოიჩინა.

კლუივერტს მეტოქის კარი აქამდე "ნიცას", "რომას", "ლაიფციგისა" და "ვალენსიას" ფორმით ჰქონდა აღებული.

კლუვიერტამდე მსგავსი შედეგი მონტენეგროელმა სტევან იოვეტიჩმა დააფიქსირა. შესაბამისად, ეს "სიტის", "სევილიას", "მონაკოს", "ჰერტასა" და ორი იტალიური კლუბის რიგებში, "ფიორენტინასა" და "ინტერში" მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული