რობი კინი ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს

AutoSharing Option
ცნობილი ირლანდიელი თავდამსხმელი და ახლა უკვე მწვრთნელი რობი კინი, სავარაუდოდ, ინგლისურ "პორტსმუტს" ჩაიბარებს.

ის Fa Cup-ზე "ტოტენჰემისა" და "პორტსმუტის" შეხვედრას დაესწრო და როგორც ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კინს უახლოეს დღეებში გუნდის ახალ მწვრთნელად გამოაცხადებენ.

ის წარსულში "მიდლსბროსა" და ირლანდიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.