იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდება?

AutoSharing Option
ყოველდღიური ბრიტანული გაზეთი "ინდეპენდენტი" ირწმუნება, რომ არაა გამორიცხული, ვეტერანმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმოს.

კლუბის წარმომადგენლისგან აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტს გაუგია, რომ გუნდის მენეჯერს ჟოზე მოურინიოს სურს, იბრამ ისეთივე ფუნქციები შეასრულოს, როგორსაც თავის დროზე თავდამსხმელი დიდიე დროგბა ასრულებდა "ჩელსიში". მოუს აზრით, გუნდს გამოადგება ზლატანის კლასი და გამოცდილება. აგრეთვე, ის ერთგვარი შემაკავშირებელი ჯაჭვი იქნება ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის.

პორტუგალიელ სპეციალისტს ეს საკითხი უკვე განუხილავს იბრაჰიმოვიჩთან. მოკლედ, შესაძლოა მალე იბრა "მანჩესტერის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდეს.

როგორც იცით, მას "მანიუსთან" ხელშეკრულება ამ ზაფხულში
დაუსრულდა და არ განუახლებია, ამჟამად კი ოჯახთან და თავის აგენტთან მინო რაიოლასთან ერთად ზღვაზე მონაკოსა და სენ ტროპეში ისვენებს, თან მუხლის ტრავმას მკურნალობს და თან ტრენაჟორებზე ვარჯიშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული