უკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

AutoSharing Option
ბოლო წლებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე ამბობენ, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია, ახალი ფეხბურთელი აღმოაჩინო, რადგან თანამედროვე სამყაროში მატჩების ყურება თუ სხვადასხვა პლატფორმებზე გამორჩეული მოთამაშეების გაცნობა მარტივია. ამას ვიზიარებთ, თუმცა გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი სეზონი იტალიაში. "კვარას' შესახებ ბევრმა იცოდა, სხვადასხვა კლუბის ინტერესის სფეროში ისე ვერ მოექცეოდა, მაგრამ ის მაინც სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მეორე საკითხია, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელზე გადამწყვეტი შთაბეჭდილების მისაღებად მისი დიდ ფორუმზე ხილვა და დაკვირვება მნიშვნელოვანია. ზაფხულში ასეთი ევროპირველობაა.

უცხოურ მედიში ხშირად ნახავთ ვარაუდებს, თუ ვინ შეიძლება იყოს
მომავალი ტურნირის აღმოჩენა. Sportall.ge დღეს გესაუბრებათ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენი ჯგუფის ნაკრებებს წარმოადგენენ, მათ შორის საქართველოსაც და რომელთაც ივნისიდან მეტად უნდა დავაკვირდეთ როგორც ქართველებმა, ისე სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრებმა. თუკი ავანსებს გაამართელებენ, დიდია შანსი, მომავალ სეზონში მათი კარიერა უკეთ წარიმართოს და ზოგიერთი მათგანი გაცილებით ძლიერ კლუბშიც ვიხილოთ.

Sportall.Ge

ანტონიო სილვა (პორტუგალია)

41 წლის პეპე კვლავ ნაკრების შეუცვლელი ცენტრალური მცველია და ის გერმანიაშიც ასე იქნება, მაგრამ მისი ალტერნატივის საკითხი აუცილებლად დადგება. ასეთად, პირველ რიგში, "ბენფიკას" უკანახაზელი, 20 წლის ანტონიო სილვა უნდა დავასახელოთ.

მისი სრული სახელი ანტონიო ჟოაო პერეირა დე ალბუქერექე ტავარეს და სილვაა. სატრანფერო ფასი უკვე 44 მილიონი ევროა და თუ ლისაბონური გუნდიდან განხორციელებულ ტრანსფერებს გავიხსენებთ, რომელიმე გრანდში გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ანტონიო სილვა, თავისი ამპლუის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ძალიან მაღალი არაა, 187 სმ-ია და მის კომპენსირებას სხვა უნარებით ახერხებს. თამაშის კარგი შეფასებითაც გამოირჩევა და ბურთთანაც "მეგობრობს". ანტონიოს 2022 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა მიეცა. თუკი პორტუგალიელებმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი მესამე ტურამდე, ანუ ჩვენთან შეხვედრამდე გაინაღდეს, დიდია შანსი, სილვამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, პეპეს კი დასვენების საშუალება მიეცეს. "ბენფიკას" მე-4 ნომერს სტანდარტული მდგომარეობის დროს უნდა ვუფრთხილდეთ, რადგან მას გატანაც ეხერხება.

Sportall.Ge

მატეი ჟურაჩეკი (ჩეხეთი)

"სლავიას" ნახევარმცველი 20 წლისაა და მარჯვენა ფლანგიდან ძალიან მწვავედ უტევს. შეუძლია როგორც გატანა, ასევე გოლისთვის შესაბამისი სიტუაციის შექმნა.
ჟურაჩეკს ჩეხეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან გამორჩეული იყო, მოძრავიცაა და ფიზიკურად კარგად მომზადებული. ეროვნულში მისი დებიუტი ახლახან შედგა.

მატეის სატრანსფერო ფასი დღეისთვის 6 მილიონი ევროა, მაგრამ თუკი ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენს, მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება. ევროტურნირებზე სტაბილური თამაში მისთვის მშვენიერი გამოცდილებაა, გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე საკმაოდ შორს გავიდა.

Sportall.Ge

კენან ილდიზი (თურქეთი)

მაშინ, როცა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი არდა გულერი მადრიდის "რეალში" გამოდის, თითქოს, პირველ რიგში, მასზე უნდა ისაუბრო, თუმცა "სამეფო კლუბის" წევრს ისედაც ბევრი გულშემატკივარი იცნობს, გარკვეულ დროს ვარსკვლავებით სავსე მადრიდშიც იღებს. თქვენ ყურადღებას "იუვენტუსის" 18 წლის ფორვარდ კენან ილდიზზე შევაჩერებთ.

ილდიზს ჯერ ცოტა დრო ეძლევა. ახლა "იუვეს" მთავარი დამრტყმელი ძალა ხომ ვლაჰოვიჩია. რაც შეეხება კენინს, მას ტექნიკა არ დაეწუნება და თუკი ევროზე შედეგიანობა ექნება, ახლანდელი კლუბიც უკეთესი თვალით შეხედავს და კარიერის გაგრძელების მეტად პერსპექტიული ვატიანტებიც ექნება, ვიდრე იტალიის მასშტაბით განათხოვრება შეიძლება იყოს.

გასული სეზონის დასაწყისში, 20 აგვისტოს, "უდინეზესთან" გასვლით მატჩი თურქის დებიუტი შედგა. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ალეგრის მასზე ჰკითხეს, ტოსკანელმა კი ასე უპასუხა - ძალიან ხშირად ისწორებდა თმას და აუცილებლად უნდა შეიჭრას. მეორე დღესვე, ილდოზმა მწვრთნელს მესიჯი გაუგზავნა: "ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა! ვაპირებ გავაკეთო ის, რაც თქვენ თქვით, რადგან მთავარი მწვრთნელი ხართ." მასიმილიანომ შემდეგ განაცხადა, რომ კენანი ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ისმენს.

ილდიზი რეგენსბურგშია დაბადებული, გერმანელი დედისა და თურქი მამის ოჯახში. მან აღიარა, რომ ფეხბურთის სწავლა YouTube-ის მეშვეობით დაიწყო, თავდაპირველად კი მიუნხენის "ბაიერნის" აკადმიაში ვარჯიშობდა.

Sportall.Ge

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო)

საქართველოს ნაკრებში როგორც ვეტერანები, ასევე პერსპექტიული ახალგაზრდები თამაშობენ. ნაკლებად გვგონია, სანიოლის სიაში რაღაც სიურპრიზები ვიხილოთ. იმედია, ევროპირველობის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში გამოვლენ. უკვე საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავს იტალაიში და მათ პროგრესს ველით. ევროპის ჩემპიონატის აუდიტორიას გიორგი ქოჩორეშვილზე დაკვირვებას განსაკუთრებით ვთავაზობთ.

ქოჩორაშვილი 24 წლისაა. ის კარგად ფლობს ბურთს, მაგრამ ე.წ. შავი სამუშაოს შესრულებაც მშვენივრად შეუძლია. გიორგი თამამი და ენერგიულია, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. მას ესპანურ "ლევანტესთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს. ვალენსიელებს "ლა ლიგაში" დაწინაურება უჭირთ. "ქოჩორას" არაერთი გუნდი უნდა აკვირდებოდეს და გერმანიაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს!..

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altგადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...

მკითხველის კომენტარები / 30 /
ფეხნურთელებმაც გულშემატკივრებმაც ყველამ ერთად უნდა გემიჯნონ პოლიტიკას ფეხბურთს მიხედონ და ამ დიდი ტურნირისთვის მოემზადონ საქართველოსთვის და თავიანთი კარიერისთვის რადგან კარგ კლუბებში მოხვდნენ ამაზე უნდა იფიქრონ და მაგრად მოემზადონ.დაანებონ ყველამ თავი ფეხბურთელებს სიბინძურეში ნუ ჩაითრევენ ბოროტი ძალები ფეხბურთელებს დაცვა ჭირდებათ ასეთი ხალხისგან და თვითონაც უნდა გაემიჯნონ მათ.
ქომაგი
03:11 23-04-2024
1
ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო ნათქვამია, ჩვენმა სპორტსმენებმა ერთი რამე უნდა ისწავლონ რომ სანამ აქტიურ სპორტში არიან პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთო, არა აქვს მნიშვნელობა ვის უჭერ მხარს. კარიერას რომ დაამთავრებ მერე რამდენიც გინდა იაქტიურე, ევროპაშია ჩვენი ადგილიო, რაის ევროპა, სადაც ვართ იქიდან კიდევ აღმოსავლეთით უნდა გადაგვწიონ მონღოლეთამდე, ადამიანს სიტყვა ვერ უთქვამს ყვავებივით ესევიან, ნაცი იძახის ქოციაო, ქოცი იძახის გახარიასიაო, გახარია იძახის გირჩისიაო, გირჩმა კიდე მე სულ ერთ ადგილზე მკიდია ყველაო, მოსაწევი მქონდესო. ჩვენისთანა ბედნიერი არის კიდევ სადმე ერი))))
მამუკა
07:19 11-04-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული