ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ჯგუფში დაძაბული და საინტერესო მატჩები გაიმართა.

ინგლისმა სახლში იტალიას თამაში შემოუტრიალა. კეინმა დუბლი შეასრულა - მან ეროვნულ გუნდში ბოლო 30 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - იტალია 3:1
გოლები: 0:1 სკამაკა (15), 1:1 კეინი (32, პენ), 2:1 რეშფორდი (57), 3:1 კეინი (77)

უკრაინა სტუმრად მალტასთან თავიდან აგებდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტაქალი. „ნაციონალი“
მალტა - უკრაინა 1:3
გოლები: 1:0 მბონგი (12), 1:1 კამენზული (38, საკ. კარში), 1:2 დოვბიკი (43,
პენ), 1:3 მუდრიკი (85)

ჯგუფში ინგლისი 16 ქულით ლიდერია, რომელმაც ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. მეორე ადგილზე 13 ქულით უკრაინაა (კონკურენტებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული), მესამეზე 10 ქულით იტალიაა, მეოთხეზე 7 ქულით - ჩრდილოეთი მაკედონია, მალტა კი უქულოდ აუტსაიდერია.

17 ნოემბერს ინგლისი მალტას უმასპინძლებს, ხოლო იტალია - ჩრდილოეთ მაკედონიას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კიბატონო შემშლია ბურთების ამბავი,უბრალოდ რატომღაც მეგონა რომ ამ მომენტში თანაბარი ქულები ქონდათ.ისეთი ცხრილი ვნახე სადაც მალტა-უკრაინის შედეგი გათბალისწინებილი არ იყო.ბოდიშს მოვითხოვ ცნობილი რუსეთუმე.მე მაპატიეთ ხალხნო.
Master
15:13 18-10-2023
1
იტალია გავა ამ ჯგუფიდან, თავისუფლად აირებს 4 ქულას. მართალია ეხერხება სენსაციებიც) მაგრამ ის ნაკრები არარ არის რომელკმაც ევროპა მოიგო. ბონუჩი, კიელინი, ვერატი, ჟორჟინიო, ინსინიე, დაბერებული იმობილე. სხვა ნაკრებია ახალი მწვრთნელით და ახხალგაზრდებით, რომელთაც დრო ჭირდებათ. ევროპაზე უკეთესი გუნდი იქნება.
dato
12:35 18-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული