"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი, სავარაუდოდ, რობერტო დე ძერბი გახდება

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ "ბარსელონას" თავკაცი მომავალი სეზონიდან "ბრაიტონის" ამჟამინდელი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი გახდეს.

იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურა "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და სპორტულ დირექტორ დეკუს ძალიან მოსწონთ.

მოგეხსენებათ, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ხავი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურია.

ერთადერთი პირობა, რამაც შესაძლოა დე ძერბის დანიშვნას ხელი შეუშალოს, ფინანსური საკითხია. იტალიელის საკუთარ გუნდში ხილვით "ლივერპულიც" ინტერესდება, მაგრამ "მერსისაიდელთა" პრიორიტეტი მაინც ხაბი ალონსოა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შედარებით შემტევი ტიპის იტალიელი მწვრთნელები არასტაბილურობით გამოირჩევიან ყოველთვის.იგივეა დე ძერბიც.
Master
17:14 19-02-2024
2
ეს ვიღა ოხერია?
ლაშა
17:09 19-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული