ერნესტო ვალვერდე: "ოქროს ჰეთ-თრიკისთვის" ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა:

"სამი ძლიერი მეტოქის "სელტას", "ესპანიოლის" და "ვალენსიას" დამარცხება მოვახერხეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ფრიად მოტივირებული გუნდი დაგვიპირისპირდა.

პირველი შეხვედრა უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. გავრისკე და პიკე ვათამაშე. თუმცა, შემდეგ ფეხი ატკივდა და გადავწყვიტე შემეცვალა. ახლა "ხეტაფესთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ. "ოქროს ჰეთ-თრიკი"? არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი, თუმცა ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლებთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსას ვუსურვებ წარმატებას ფინალში.
ვისკა ბარსა
DATO
10:54 09-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული