"ბარსელონასთან" ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში გაძევებული მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისმა კლუბმა ქვეყნის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ სარჩელი არ დაუკმაყოფილეს.
ჯერ უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბლანკოსი რონალდოს" დისკვალიფიკაციას ლოზანას საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.