უსამართლობა თუ კანონზომიერება? - "ჟირონას" შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა აუკრძალონ

AutoSharing Option
"ჟირონა" შეიძლება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვან, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

კატალონიურმა კლუბმა უკვე მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება უეფამ უნდა დართოს.

საქმე ისაა, რომ "ჟირონა" ნაწილობრივ City Football Group-ის (CFG) წევრია, რომელშიც აგრეთვე "მანჩესტერ სიტი" შედის. კლუბებს გარკვეული საერთო აქტივები გააჩნიათ, რაც ფეხბურთელთა იჯარას და ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ფიფას რეგლამენტის მიხედვით კი, საერთო მფლობელის მქონე გუნდებს ერთ ევროტურნირზე თამაშის უფლება არ აქვთ.

უპირატესობა იმ კლუბს მიენიჭება, რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში უფრო მაღალ
ადგილს დაიკავებს. თუ ჩემპიონატზე ერთსა და იმავე პოზიციას დაიკავებენ, მაშინ გათვალისწინებული იქნება უეფას რეიტინგში მათი კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას "სიტი" მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ "ჟირონა" ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვეს, საეჭვოა, ევროპა ლიგაზე გადაიყვანონ - კლუბს უეფას ფინანსური კონტროლის კომიტეტში იმის დამტკიცება მოუწევს, რომ "სიტისთან" არავითარ კავშირში არ იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზურას.ხედავ ზურა?ნუ დასცინი სხვასაო,გადაგხდება თავსაო,რომ დავწერე.ახლა თვითონ გაუხდათ სანერვიულო.ძალიან კარგი გუნდია და საცოდაობა იქნება,ლიგის გარეთ დატოვონ.იმედია,ყველაფერი მოგვარდება.
სოსო
22:29 07-05-2024
2
Laipcigi da zalzburgi daushva uefam amatac daushvebs...
L.J .
22:12 07-05-2024
0

სიახლეები პოპულარული