ბიჭი, რომელმაც ოსიმენი და მბაპე გააჩერა და ევროპის ჩემპიონატზე ველით...

AutoSharing Option
"ბარსელონა", რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგია, უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალთან ახლოსაა... იყო ხავის კრიტიკა, წუწუნი ვერგამართლებულ ტრანსფერებსა და მესისა თუ ინიესტას შემდეგ სათანადო კადრების არარსებობაზე "ბარსას" აკადემიაში... პედრიზე, გავისა თუ იამალზე აქამდეც ბევრი გსმენიათ, პაუ კუბარსი კი ბოლო დროს გამოჩნდა და მაშინვე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

კუბარსი მხოლოდ 17 წლისაა, კატალონიელთა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. პაუმ ფეხბურთის თამაში "ჟირონას" ასაკობრივ გუნდში დაიწყო, "ლა მასიაში" კი 11 წლისა გადაიყვანეს.

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე კუბარსს
დებიუტი უფრო პატარა ასაკში ჰქონდა, ვიდრე იმავე იამალის. 2024 წლის 18 იანვარს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში, კრისტენსენმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში კუბარსი ჩაერთო. ამას "ბეტისთან" უკვე არაუხოსთან წყვილში თამაში მოჰყვა. მეორე დღეს პაუს დაბადების დღე ჰქონდა...

კუბარსი ძლიერია ორთაბრძოლებში და მას თანამედროვე მცველის მონაცემები აქვს, კარგად აკონტროლებს ბურთს, მშვიდია და მოწინააღმდეგეების ჩანაფიქრებს დროულად კითხულობს...

Sportall.Ge

"ნაპოლისა" და ვიქტორ ოსიმენის წინააღმდეგ გამოსვლა პირველი ყველაზე დიდი გამოცდა იყო. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მან საჰაერო ორთაბრძოლებში ასე ძლიერ ნიგერიელს შანსი არ მისცა. ახლა უფრო დიდი გამოწვევის დრო იყო, კილიან მბაპეს წინააღმდეგ. ფრანგმა ვარსკვლავმა შეხვედრა კარში დარტყმის გარეშე დაასრულა და უჩვეულოდ პასიური იყო, წარმატებული დრიბლინგების გარეშე. კუბარსმა მის წინააღმდეგაც უმაღლეს დონეზე ითამაშა, ყველა აღაფრთოვანა. საერთო შეფასება შედარებით დაბალი ყვითელი ბარათის გამო აქვს.

მარტის ამხანაგურ მატჩებში, კოლუმბიისა და ბრაზილიის წინააღმდეგ, ჩვენმა დღევანდელმა გმირმა ესპანეთის ნაკრებში ცოტა დრო მიიღო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მას ველით.

დასაწყისი მშვენიერია. კუბარსი კარლეს პუიოლზე ცოტათი მაღალია, არც მას აქვს კლასიკური ცენტრალური მცველის ეს პარამეტრი, მაგრამ გზის დასაწყისი ისეთია, ლეგენდარული კაპიტანი რომ გაგახსენდება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "ბარსას", რომელსაც Puta უძახეს, პსჟ-ს მოუგო - "ატლეტიკომ" "დორტმუნდს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
პუიოლი ამის ასაკში გაცილებით დაბალ დონეზე იყო
მინდია
09:39 11-04-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული