ქუთაისში შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა

AutoSharing Option
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოს" 37 წლის ნახევარმცველის შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა.

"ბაბუნაშვილის მეგობრების გუნდმა" "ტორპედოს" 7:6 მოუგო.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, მალხაზ ასათიანმა, კახაბერ ჩხეტიანმა და სხვა არაერთმა ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა მიიღო.

ბაბუნაშვილი "ტორპედოში" მწვრთნელად იმუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ