დავითაშვილის მორიგი გოლი - "ბორდომ" "ბასტიასთან" არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „ბასტიასთან“ 2:3 დამარცხდა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, კორსიკელებმა კი პირველ ტაიმში სამი კონტრიერიში განახორციელეს და სამი გოლი გაიტანეს. 44-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ ლივოლანმა დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:3 გახდა. დარჩენილ დროში ჟირონდელებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

დავითაშვილმა ზედიზედ მესამე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 31 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ზურიკოს თამაში Sofascore-მ და Flashscore-მ 7.2 ქულით შეაფასეს.

ჟირონდული გუნდი
41 ქულით მე-13 ადგილზეა და 20 აპრილს გასვლაზე „სენტ ეტიენს“ შეხვდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ბასტია 2:3
გოლები: 0:1 ვენსანი (1), 0:2 ვენსანი (25), 0:3 ალფარელა (32), 1:3 დავითაშვილი (44), 2:3 ლივოლანი (46)

altზურიკო ჩინებულ ფორმაშია და"ბორდოს" ნამდვილი ლიდერია - ჟირონდელებმა ურთულესი მატჩი მოიგეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს არის სავარაუდოდ რაც ეტყობოდა ზუკას სეზონის დაწყებისას და რამოდენიმე წინა თამაშებისას რო ნაკლებს ცდილობდა ნაკლებს მოძრაობდა თითქოს პროგრესი შეაჩერაო ამაზე ვწერდით კიდეც გუკშემატკივრები რო მონდომება და ჟინი აკლდა მის თამაშებს და აშკარაა და ალბათ დამტკიცდა კიდეც რომ მოტივაციის ნაკლებობა ქონდა ალბათ. და შეძლებით კი შეეძლო ის რაც შეუძლია მაღალი კლასი და ტოპ თამაშების თამაში რაც ევროპაზე გასვლით გამოვლინდა ის რომ ხასიათი გამოუკეთდა მოტივაცია მიეცა სადღაც უფრო მეტიც ირწმუნა თავისი თავის და აფეთქდნენ ბიჭები თავიანთ კლუბებში მე პირად ვიფიქრე და ვთქვი რომ ამ დღის მერე ჩვენი ბიჭები სხვა თამშს ითამაშებენ და სხვა დონეზე ავლენ მეთქი და ასეც ხდება ბუდუც ზუკაც მიქაუტაძე და ყველა ჩაკვეც სხვანაირად თამაშობენ, აშკარაა რომ იმდღემ და იმ გამარჯვებამ სხვა რეალობა დაგვანახა სხვა რწმენა და მოტივაცია მოგვცა და იფეთქეს ბიჭებმაც ახლა იციან რომ ეკუთვნით ევროპა ამ ოჯახის ბინადრები არიან და კიი ხმამაღლად შეიძლება თქმა რომ ის დონე რაც ევროპაშია ჩვენი ბიჭები სრულად შეესაბამებიან და შეუძლიათ ამ დონეზე თამაში არასდროს! არასდროს არ დაკარგოთ რწმენა და შემდეგ იმედი ბიჭებო არავისზე ნაკლები ტალანტები ყოფილხართ ხო გაიგეთ ეს თქვენც თქვენთვითონ მიგვიყვანეთ ამ გამარჯვებამდე და უნდა გავაგრძელოთ ეს გზა გამარჯვებებით იქაც გვჯერა რომ სულს და გულს დადებთ და ევროპას თვალებს დავაქაჩინებთ და ჯგუფიდანაც გავალთ აუცილებლად უნდა გავიდეთ ეს ძალიან გვჭირდება თქვენც გჭირდებათ შორს წავედი მაგრამ აზრი ის არის რომ ეს თქვენი შრომის შედეგია და თურმე შეგძლებიათ ხოდა არ გაჩერდეთ სადაც დასამტკიცებელია დაამტკიცეთ და გახდით საქართველოს პირველი ვარსკვლავები მსოფლიო ფეხბურთში ყოჩაღ ზუკა შემდეგ თამაშზეც გაიტან მე ამის მწამს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული